1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ემუს ომი - თეკლას ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 14:59

ნახვა: 2472

გაზიარება:

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა ყოფილმა ავსტრალიელმა სამხედრო პირმა და ბრიტანელმა ვეტერანმა დასავლეთ ავსტრალიაში ფერმერობა დაიწყო. მათ დიდი პრობლემა ჰქონდათ ემუებთან დაკავშირებით.

 

ემუ სეზონურად მიგრირებს ავსტრალიის სანაპირო რეგიონებში. აღმოჩნდა, რომ დამუშავებული მიწა ემუსთვის კარგი საცხოვრებელი ადგილი იყო. ავსტრალიაში უნაყოფო მიწაა და ამიტომ მოსავლის მოყვანა ძნელი იყო. ავსტრალიელ ფერმერებს კი ემუ მოსავალს და ტერიტორიას უნადგურებდა.

 

აქ დასახლებული ყოფილ ჯარისკაცთა ჯგუფი, თავდაცვის მინისტრთან, სერ ჯორჯ პარსთან მივიდა ამ საკითხის გასარკვევად. 

 

საბოლოოდ პრობლემის გადასაჭრელად რეგიონში ჯარი გაგზავნეს ტყვიამფრქვევით.

 

1932 წლის 2 ნოებერს პირველი ბრძოლა შედგა და ის  უფრო საინტეესოდ განვითარდა, ვიდრე ამას ჯარი ელოდა. პირველი ტყვიები არაეფექტური იყო, რადგან ემუები შორს იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მეორე რაუნდმა რამდენიმე ფრინველის  მოკვლა შეძლო. იმავე დღეს ათამდე ფრინველი დაიღუპა.

 

4 ნოემბერს 1000 მეტი ემუ შენიშნეს და მხოლოდ 12 მოკლეს. 

 

8 ნოემბერს 2500 ტყვია გაისროლეს, მაგრამ მსხვერპლის რაოდნობა მაინც არ იყო შთამბეჭდავი. დაღუპულ ფრინველთა რიცხვი დაახლოებით 50 -ს აღწევდა. 

 

 ხალხმა წააგო ომი ფრინველებთან.

 

წლების შემდეგ ფერმერებმა კვლავ მოითხოვეს ჯარის დახმარება, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა.