1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ახალი საერთაშორისო აკრედიტაცია

სიახლე

15-06-2021 07:12

ნახვა: 1400

გაზიარება:

ჩვენ სიამაყით გატყობინებთ, რომ წელს  მომავლის სკოლა/ School of Tomorrow  გახდა Middle States Association Commissions on Elementary and Secondary Schools  აკრედიტირებული წევრი. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიო ლიდერი  სკოლების  აკრედიტაციის სფეროში.

 აკრედიტაცია სკოლის  სანდოობის  საუკეთესო მაჩვენებელია .  მსოფლიოში  ექვსი რეგიონალური აკრედიტაციის საბჭო  არსებობს (რომელთაგან ერთ-ერთი არის  MSA), რომელიც კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების განხილვას.

აწ უკვე 130 წლის განმავლობაში MSA ეხმარება სკოლის ხელმძღვანელებს დასახონ და მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, შეიმუშავონ სტრატეგიული გეგმები, ხელი შეუწყონ პერსონალს განვითარებაში  და სტუდენტებს  წარმატების  მიღწევაში.ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში თითქმის 2600 სკოლა, და საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტირებულია  "Middle States Commissions on Elementary and Secondary Schools" (M.S.A.-C.E.S.S.) მიერ.

 

ჩვენი ამჟამინდელი აკრედიტაციის სტატუსი მოქმედებს 2026 წლამდე